36
ჰა
კომპანიის საკუთრებაშია 36 ჰექტარზე გაშენებული სუფრის ყურძნის ვენახი, ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჯიშებით: იტალია მუსკატი, რედ გლობი, რეგალი, კრიმსონ სიდლესი.
კომპანიის მიზანია
ადგილობრივ ბაზარზე დააკმაყოფილოს მოთხოვნა, ჩაანაცვლოს იმპორტი, განავითაროს ექსპორტი ევროკავშირის, გალფის ქვეყნების და სხვა მიმართულებებით.
რას ვაკეთებთ
კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
წარმოება
შეფუთვა/შენახვა
რეალიზაცია
ვენახი მოწყობილია ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით. იტალიური „პერგოლას“ სისტემით. სრულად დაფარულია სეტყვის დამცავი ბადეებით და ავტომატური სარწყავი სისტემით.
პროდუქცია
ჩვენ ვაწარმოებთ სუფრის ყურძნის წითელ და თეთრ სახეობებს, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიშებია მსოფლიოში და დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.